პოლიტიკა
ნატო ჩხეიძე: ან არ იციან ისტორია და ან განზრახულ ბოროტებას სჩადიან პატრიოტიზმის ნიღაბქვეშ
ორიოდე დღის წინ “ იმედის” ეთერით გავიდა გიორგი ხაინდრავას ფილმი მერაბ კოსტავაზე სათაურით: “ კართაგენი უნდა დაინგრეს”. ავტორებმა ან არ იციან ისტორია და ან განზრახულ ბოროტებას სჩადიან პატრიოტიზმის ნიღაბქვეშ, - ამის შესახებ განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
„კართაგენი ხომ თვითონ მერაბ კოსტავა იყო,- გაუტეხელი, შეუპოვარი, ვერდამორჩილებული. ვიმეორებ, ან უცოდინარობით მოსდით სიმბოლოების ასეთნაირად წარმოჩენა და ან მიაჩნიათ, რომ სწორედაც უნდა დაინგრეს და დაიმსხვრეს შეუპოვრობა და დაუმორჩილებლობა.
ასეთი თავდაყირა აზროვნების შედეგია, რომ ვერ გაუგიათ ჩვენის მთავრობის წევრებს 26 მაისისა და 9 აპრილის მნიშვნელობა/ უპირატესობა და საპატიო სამხედრო ზალპს 17 საათსა და 10 წუთზე ისვრიან დამოუკიდებლობის 28-ე წლისთავზე, ნაცვლად 12 საათისა და 20 წუთისა.
ვერ გაუგიათ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის დეტალები ბოლომდე, მარტო დახურულ ვითარებაში აჟღერებენ ნაკლებსარწმუნო ფაქტებს და ღიად ვერ გაუბედავთ საუბარი, და ის კი გაუბედავთ, რომ მტკიცებულებების არქონის მიუხედაცად, ოჯახის წევრების “დამსხვრევა” მოუნდომებიათ.
ვერ გაუგიათ ჭიათურელი მაღაროელების გაუსაძლისი სატკივარი და სანამ მთელი ქალაქი აქციებმა არ მოიცვა, ნაბიჯიც არ გადაუდგამთ მთავრობის წევრებს და როცა გადადგეს, ჯანდაცბის მინისტრი მიავლინეს, რეიტინგი ჰქონია და იქნებ ხალხზე იმოქმედოსო, და მადლიბა ღმერთს და დავით სერგეენკოს, რომ პრობლემა დროებით გაჩერდა.
ვერ გაუგიათ დავით გარეჯის ვერც ისტორია, ვერც კულტურულ- რელიგიური მნიშვნელობა და ვერც სადემარკაციო ხაზის დამდგენი კომისია შეუქმნიათ სათანადო. ისეთი არ უნდა თქვა მოლაპარაკების დროს, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საჯაროდ განაცხადოს: დავით გარეჯი ჩვენი სუვერენული ტერიტორიააო.
ვერ გაუგიათ გორის მაგისტრალის გადაკეტვისას ხალხის მოთხოვნა: სოფლის მეურნეობის მინისტრის ნაცვლად პოლიციელებს აგზავნიან და ბოლოსდაბოლის , ჩასული მინისტრი კი სეტყვის საწინააღმდეგო აპარატურის დადგმას სთავაზობს სასოწარკვეთილ ხალხს, სწორედ იმ აპარატურას ურჩევს, კახეთში რომ მარტო სახლის სახურავებს ანგრევს.
და ასეთ ვითარებაში როგორ არ გაგახსენდება პოეტის მიერ 3 საუკუნის წინანდელი მხილება, ცხადია, თავისი ქვეყნის მთავრობისა: ცხენების ჩონჩორიკს რომ უნდა ხვეტავდნენ, ისინი ქვეყანას მართავენ, ამ ძნელბედობის ჟამსო.
კართაგენი არ უნდა დაინგრეს, კოლეგებო და მთავრობის წევრებო და მათო კონსულტანტებო, არ უნდა დაინგრეს! და ვერც დაინგრევა, - ვერც ერთი ვერ არის თქვენში , მადლობა ღმერთს, თუნდაც კატონი.“ - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


