პოლიტიკა
ნატო ჩხეიძე: ამ დემოკრატიულმა გამჭვირვალობამ ხელშესახებად გამოაჩინა მმართველი ძალის სრული კოლაფსი
საზოგადოებამ აშკარად დაინახა და შეიგრძნო თუ ვის ხელშია ქვეყანა და თითოეული ადამიანის ყოფას რა სულიერი ავლა- დიდების ხალხი წარმართავს, - ასე შეაფასა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიმდინარე პროცესი.
მისი თქმით, პროცესმა „თვალნათლივ დაანახა ყველას, თუ რა ტრაგიკულ ყოფაში ვყოფილვართ.“
„უვადო მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის ამ დემოკრატიულმა და გამჭცირვალე პროცესმა, ჯერ რომ იუსტიციის საბჭოში რომ გაიმართა და ახლა პარლამენტში მიმდინარეობს, უკვე თვალნათლივ დაანახა ყველას, - მუდმივ მაყურებელს, გულდასმით მსმენელს, თვალმოუშორებელ მნახველს, თუ ისე, სხვათაშორის თვალისმომომკვრელს თუ სხვის მიერ გადმოცემულის იმედადმყოფს, - თუ რა ტრაგიკულ ყოფაში ვყოფილვართ, საზოგადოებამ აშკარად დაინახა და შეიგრძნო თუ ვის ხელშია ქვეყანა და თითოეული ადამიანის ყოფას რა სულიერი ავლა- დიდების ხალხი წარმართავს.
არა მხოლოდ უვადო მოსამართლეობის მსურველთა უმრავლესობის მორალური სახე და არა პროფესიონალიზმი გამოჩნდა აშკარად, არამედ მათი დამცველი და მათი ცოდვების გამმართლებელი მმართველი პარტიის სრული დეგრადაციაც გამოიკვეთა. მაგალითად ისიც გამოდგება, ჯერ ისევ გენპროკურორ თადუმაძეს როგორ საყვედურობს ოცნების ერთ- ერთი ცნობადი სახე, პროფესიით იურისტი, დეპუტატი მდინარაძე, თუ რატომ აქამდე არ გამოიყენა მან ბოროტად და უკანონოდ გენპროკურორის თანამდებობა და იქვე აძლევს დავალებას, რომ ახლა მაინც მოასწროს და უკანონობა დააკანონოს, მის სტატუსს რომ არ ეკუთვნის და რომ არ ევალება, იმ სფეროში შეიჭრას და თვითნებურად იმოქმედოს მათთვის ჩვეული შერჩევითი და უსამართლო სამართლის სახელით. ჩვენ გვიტევენო, ბ- ნი მდინარაძის ამ შეშფოთების გასანეიტრალებლად. და გიტევენ და მოიგერიე, ბატონო მამუკა, რა გაგჭირვებიათ?.. გენპროკურორის უკანონო და ძალადობრივი ჩარევა რატომ უნდა დაისაჭიროვოთ პოლიტიკურ დებატებსა თუ ჟურნალისტურ სიუჟეტებისათვის პასუხგასაცემად?.. ალბათ სწორედ იმიტომ, რომ პარლამენტში მიმდინარე ეს დემოკრატიული და გამჭვირვალე პროცესი ჩვეულ ფორმალობას არ გასცდეს.
ოცნების გაუნელებელი სურვილი ალბათ ისაა, მათი თვითნებური არასამართლებრივი მმართველობის სტილის კიდევ ერთხელ, მაგრამ აშკარა გამომჟღავნება ისევ ფორმალობად დარჩეს, ქვეყანაში დემოკრატიის დეკლარირებისთვის და დემოკრატიულიბის ფასადის შექმნისთვის გამოდგეს და მეტი არაფერი. სხვა არც არაფერი შეიცვალოს. დიახ, ქართულ ოცნება იმედივნებს, რომ მიუხედავად არსებული ტრაგი- კომიკური ყოფისა, ქვეყანაში ყველაფერი მათ ნებაზე შენარჩუნდება. მაგრამ ამ დემოკრატიულმა გამჭვირვალობამ საზოგადოების თვალში ხელშესახებად გამოაჩინა მმართველი ძალის სრული კოლაფსი, რაც კიდევ უფრო თვალსაჩინოს და აუცილებელს ხდის მმართველი პარტიის დამარცხების გარდუვალობას მომავალ საპარლამენტო არჩევნებში,“ - განაცხადა ნატო ჩხეიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


