პოლიტიკა
ნატო ჩხეიძე 9 აპრილის საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ, ხოლო 26 მაისის პრეზიდენტის დღედ გამოცხადებას კვლავ ითხოვს
ოპოზიციონერი დეპუტატი ნატო ჩხეიძე პარლამენტს 9 აპრილის - საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ, ხოლო 26 მაისის საქართველოს პრეზიდენტის დღედ გამოცხადების ინიციატივით მიმართავს.
ამასთან დაკავშირებით “შრომის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა. ნატო ჩხეიძემ მათი დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა, თუმცა ბიურომ მისი ეს წინადადება არ გაითვალისწინა.
მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებებით ნატო ჩხეიძე მეცხრე მოწვევის პარლამენტშიც გამოვიდა.
„26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ისტორიის გადაკეთების მცდელობაა, რადგან 26 მაისი არ შეიძლება იყოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სწორედ იმიტომ, რომ 26 მაისს არ დაფუძნებულა საქართველოს დღევანდელი სახელმწიფო. 1918 წლის 26 მაისს აღდგა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა (რომელიც დაიკარგა 1801-1917 წლებში რუსული ოკუპაცია-ანექსიით); დაახლოებით სამწლიანი დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობა შეწყდა 1921 წლის 25 თებერვალს, როდესაც ბოლშევიკურმა რუსეთმა ისევ განახორციელა საქართველოს ოკუპაცია და ფაქტობრივად, 70 წლის განმავლობაში საქართველოს რესპუბლიკა საბჭოთა რუსეთის კოლონია იყო, ხოლო 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ კვლავ აღადგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, რაც ასახულია კიდეც საქართველოს კონსტიტუციაში.
დაახლოებით სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრიობის გამოცდილების მქონე ქვეყანაში, სადაც განმათავისუფლებლობა, როგორც იდეა, ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ერის სიცოცხლისუნარიანობისა და კონსოლიდაციის ჩამოყალიბებაში, 1918 წლის 26 მაისს აღდგენილი დამოუკიდებლობა ისტორიული მნიშვნელობისაა, რასაც ბუნებრივად მოჰყვა დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ფიგურის – მთავრობის თავმჯდომარის, ფუნქციითა და შინაარსით პრეზიდენტის არჩევა. დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესში ნოე ჟორდანიას როლისა და შემდგომში მისი სტატუსის, ასევე დამოუკიდებელ ქვეყანაში პრეზიდენტის ინსტიტუტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, უმჯობესია 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ნაცვლად აღინიშნებოდეს საქართველოს პრეზიდენტის დღე“, – განმარტავს ჩხეიძე.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


