უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

20 სექტემბერი, 2018 17:30
font-size

ნათია მეზვრიშვილის თქმით, საგამოძიებო კომისიის რომელი რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული მას შემდეგ გაირკვევა, რაც შსს დასკვნას დეტალურად გაეცნობა

შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში მნიშვნელოვანია არა პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი შეფასებები. მისივე თქმით, თუკი შეფასებები იქნება არგუმენტირებული, იქნება განხილული მათი შესრულების საკითხიც.

მეზვრიშვილის განმარტებით, ის, თუ რომელ რეკომენდაციას გაითვალისწინებს შსს მას შემდეგ გაირკვევა, რაც უწყება კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნას დეტალურად გაეცნობა.

რაც შეეხება ამავე დასკვნაში მოყვანილ რეკომენდაციას საქმის გამომძიებლის, ირაკლი ფიფიას მიერ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის მ.კ-სთვის ხელის დაფარების თემაზე გამოძიების დაწყებას, მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე საკმარისი არგუმენტები და მტკიცებულებები არ არსებობს.

„ჩემთვის არ არის საკმარისი და დასაბუთებული არგუმენტები გამომძიებელთან დაკავშირებით, მით უმეტეს გაუგებარია, რატომ ხდება აქცენტის აღება ფიფიაზე. სამართლებრივი არგუმენტაცია თუ იქნება, ამაზე შსს, ბუნებრივია, რეაგირებას მოახდენს და თუ არგუმენტი მხოლოდ ის არის ფიფიასთან დაკავშირებით, რომ მირზა სუბელიანთან, როგორც ეს კომისიაზე ითქვა, მან არაერთი ზარი განახორციელა, ეს არ არის არგუმენტი და არასერიოზულია. ამაზე ბუნებრივია, შსს რეაგირებას არ მოახდენს“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი