პოლიტიკა
ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება მძიმე კატეგორიის დანაშაული გახდება
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება მძიმე კატეგორიის დანაშაული იქნება და მასზე მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა გავრცელდება.
როგორც მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, ცვლილებები განაპირობა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ამით დანაშაულის ჩადენის გახშირებულმა ფაქტებმა.
„მკაცრდება სანქციები ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისათვის. ტარება ხდება მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელიც საკმაოდ მკაცრად დაისჯება, სანქცია იქნება თავისუფლების აღკვეთა. ასევე სისხლის სამართლის კოდექსის მოქმედი რედაქციიდან განსხვავებით, მძიმე კატეგორიის დანაშაული ხდება ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა და ეს ქმედებაც საკმაოდ მკაცრად დაისჯება“, – თქვა მეზვრიშვილმა.
სისხლის სამართლოს კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა ან შენახვა გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 6 წლამდე, ხოლო ცეცხლასროლი იარაღის ტარება დაისჯება 4-დან 7 წლამდე პატიმრობით.
ცვლილებები დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უკვე განიხილა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


