სამართალი
ნათია მეზვრიშვილი ფოთში მომხდარ ფაქტზე: რასაც ჰქვია განზრახ მკვლელობა, ცალსახად გამორიცხულია
ფოთში დაკავებული პოლიციელი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ფოთში მომხდარი ფაქტის კომენტირებისას.
მისივე თქმით, პოლიციელი მკურნალობას აგრძელებს.
როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, დაკავების 48-საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, შესაძლებელია, კვალიფიკაცია შეიცვალოს.
„რასაც ჰქვია განზრახ მკვლელობა, ცალსახად გამორიცხულია. ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, მაგრამ ერთი რამ ყურადღება მისაქცევია, რომ პოლიციელი ამ დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. გარდაცვლილს სამართალდამცველმა დანაშაულის ჩადენის პროცესში წაასწრო. პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც ის ადამიანი ამ ტიპის დანაშაულს ჩადიოდა. როდესაც პოლიციელი შეეცადა დანაშაულის აღკვეთას, ის გახდა თავდასხმის მსხვერპლი. კერძოდ, მან პოლიციელს ბლაგვი საგანი ჩაარტყა, შემდეგ მოხდა გასროლა და დადგა ეს ფატალური შედეგი.
პირველადი მონაცემით, როგორც ვიცი, კამერების ჩანაწერი არ იყო, თუმცა ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. სამართალდამცველი დაკავებულია და იმდენად მძიმე იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ დღემდე საავადმყოფოში რჩება.
კვალიფიკაციას რაც შეეხება, დაკავებიდან ბრალის წარდგენამდე 48-საათიანი ვადა არსებობს, მოხდება დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება და შესაძლებელია კვალიფიკაციაც შეიცვალოს,“ – განაცხადა მეზვრიშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


