პოლიტიკა
ნასამართლობის ინსტიტუტის რეფორმაა საჭირო, რადგან ის რაც გვაქვს, საბჭოთა გადმონაშთია - შალვა თადუმაძე
მთავარი პროკურორობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ პარლამენტში გამოსვლისას ნასამართლობის ინსტიტუტის რეფორმის საჭიროებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, არსებული მოდელი საბჭოთა გადმონაშთია.
თადუმაძემ აღნიშნა, რომ „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები უნდა განხორციელდეს. მან ასევე ისაუბრა საერთაშორისო გამოცდილებაზე, რომელიც, მაგალითად, პედოფილიაში მსჯავრდებულების მიმართ.
„სისხლის სამართლის კოდექსს“ რაც შეეხება, ნასამართლობის ინსტიტუტის რეფორმაა საჭირო, რადგან ის რაც გვაქვს, ეს არის საბჭოთა გადმონაშთი. არის დანაშაულები, რომლებზეც მიუხედავად იმისა, მოხდება თუ არა ნასამართლობის მოხსნა, არ შეიძლება ამ დანაშაულების არგათვალისწინება სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღების დროს. მაგალითად, ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან და საერთაშორისო გამოცდილება არის ასეთი - პედოფილიაში მსჯავრდებული პირი 30 წლის შემდეგ არ შეიძლება აიყვანონ აღმზრდელად, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მას ნასამართლობა გასული აქვს, ეს გარკვეულად ნდობის ხარისხსაც და რისკებს შეიცავს. ამ მიმართულებით „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა თადუმაძემ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


