უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 სექტემბერი, 2017 17:25
font-size

NASA-ს პროექტის ფარგლებში საქართველო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს, რომელიც NASA-ს (The National Aeronautics and Space Administration) ტყის და მიწის დაფარულობის და გლობალური დაკვირვების სისტემის (GOFC/GOLD - Global Observations of Forest and Land Cover Dynamics) პროექტის ფარგლებში ტარდება. კონფერენცია მიზნად ისახავს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, მონაცემთა გაცვლას და ამ მიმართულებით შესაძლებლობების გაძლიერებას გრძელვადიანი მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბებისთვის.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, პროგრამა ეფუძნება ხელოვნური თანამგზავრებიდან მიღებულ ინფორმაციებს, რომლებიც დეგრადირებული ნიადაგების, პრობლემური ადგილების ფართომასშტაბიანი ცვლილებების შესწავლის, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და, ზოგიერთი კულტურის (მაგ., ხორბალი, ქერი) შემთხვევაში, მოსავლის პროგნოზირების მონიტორინგის, მრავალწლოვანი კულტურებით დაკავებული ფართობის განსაზღვრა-დაკვირვების, სატყეო ხანძრების მონიტორინგის, მიწის დაფარულობის კვლევა-ანალიზის პროცესში ფართოდ გამოიყენება.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მსოფლიოს მრავალ რეგიონში შექმნილია საინფორმაციო ქსელები, რომლებიც ხელს უწყობს დარგში ჩართულ სპეციალისტებს რეგულარული სემინარების და კონფერენციების მოწყობასა და ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორცილებას. ამასთან, აღნიშნული ქსელების წარმომადგენლები ყოველწლიურად იკრიბებიან გამოცდილების გაზიარებისა და მიმდინარე კვლევების შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით.

„აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ფარგლებში დაფუძნდება კავკასიის საინფორმაციო ქსელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მეცნიერებსა და მკვლევარებს ეძლევათ საშუალება ითანამშრომლონ მსოფლიოს წამყვან მეცნიერებთან და მკვლევარებთან. ამ პროექტში ჩართულობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, NASA-ს ხელოვნური თანამგზავრებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ჩვენ შევძლოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების, ნიადაგების მდგომარეობის, ტყის მასივების შესწავლა და გავაკეთოთ მონიტორინგი სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე და სავარგულებზე“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

კონფერენცია დღეს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში გაიხსნა და 16 სექტემბრამდე გაგრძელდება. კონფერენცია ორ ნაწილად ტარდება და კავკასიის ანალოგიური ქსელის დამფუძნებელ კონფერენციას (11-12 სექტემბერი) და მოქმედი საინფორმაციო ქსელების მსოფლიო სამიტს (13-16 სექტემბერი) აერთიანებს, რომელიც უნიკალური საშუალებაა ქართველი მკვლევრებისთვის სამეცნიერო კავშირების დასამყარებლად.

საქართველოს ლანდშაფტური მრავალფეროვნების გაცნობის, მიწათსარგებლობისა და მიწის დაფარულობის მიმდინარე ცვლილების და ასევე პროექტების გაცნობის მიზნით, კონფერენციის ბოლოს დელეგატები ჯიღაურას მევენახეობა-მებაღეობის სამეცნიერო-კვლევით ბაზას მოინახულებენ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი