უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

28 მარტი, 2017 15:15
font-size

ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა, მოყვანა, კულტივირებაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მსუბუქდება

ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მსუბუქდება.

შესაბამის ცვლილებებს ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში უკვე შევიდა.

კერძოდ, ”სისხლის სამართლის კოდექსის” მოქმედი ნორმით, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 5-წლამდე. კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით, პატიმრობა 160-დან 220-საათამდე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით იცვლება.

აღნიშნული ქმედება, ჩადენილი - დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაერთგზის ან იმ პირის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებული თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, სადღეისოდ ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 4-დან 7-წლამდე. პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების პროექტით, აღნიშნული დანაშაულისათვის გათვალისიწინებულია ჯარიმა, ასევე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 400-დან 500-საათამდე ვადით ან პატიმრობის შეფარდება 3-წლამდე ვადით.

გარდა ამისა, აღნიშნული ქმედება, რომელიც ჩადენილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ან ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დღეს ითვალისწინებს 6-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას. მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებებით, ასეთ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი სანქცია 3-დან 6-წლამდე პატიმრობა იქნება.

შესაბამისი ცვლილებები შედის საქართველოს სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, აგრეთვე, კანონებში: „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“; „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“; „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“.

როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, ,, საკანონმდებლო ცვლილებები არ ითვალისწინებს მარიხუანისა და კანაფის მოხმარების დეკრიმინალიზაციას.’’

“სისხლის სამართლის კოდექსის“ გარდა, ცვლილებები ხორციელდება შემდეგ კანონებში: - “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“, “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, “არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა წესისა და პრობაციის შესახებ“ კანონებში და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი