სამართალი
ნარკოტიკული საშუალებების შენახვასთან დაკავშირებული ინფორმაცია „ალბატროსის“ დისკრედიტაციას ემსახურება - ,,ალბატროსი“
ბოლო რამდენიმე თვეა „ალბატროსის“ მისამართით მიზანმიმართული, აგრესიული კამპანია გრძელდება. ეს არის გარკვეული ძალების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია, - ნათქვამია კომპანია „ალბატროსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ტერიტორია, სადაც დღეს ჩხრეკა ჩატარდა, არ არის კომპანიის მფლობელობაში და ნარკოტიკული საშუალებების შენახვასთან დაკავშირებული ინფორმაცია „ალბატროსის“ დისკრედიტაციას ემსახურება.
„ბოლო რამდენიმე თვეა „ალბატროსის“ მისამართით მიზანმიმართული, აგრესიული კამპანია გრძელდება. ეს არის გარკვეული ძალების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია და მიზნად ისახავს ქართული ბიზნესის რეგრესს, ასობით ადამიანის უმუშევრად დატოვებას.
ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტის თვეში კომპანია სკანდალში გახვია ყოფილმა თანამშრომელმა. თემა იყო საკმაოდ მძიმე და სენსიტიური - თითქოსდა ჩვენ წამებით მოკლული ქართველი გმირის არჩილ ტატუნაშვილის ფოტოები შენობის კედლებიდან ჩამოვხიეთ. სათვალთვალო კადრებში ნათლად ჩანს, რომ ფოტოები თვითონ ჩამოცვივდა, ჩვენ ეს კადრები არ გავასაჯაროეთ და არ გავაგრძელეთ დავა, რადგან ჩავთვალეთ, რომ არ ღირდა ამ მართლაც ძალიან მტკივნეული თემით აპელირება.
დღეს კი, 30 ივნისს, იგივე ძალების მიერ დაიგეგმა ახალი პროვოკაცია კომპანია „ალბატროსის“ მისამართით - გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოსდა კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე გარკვეული სახის ნარკოტიკული საშუალებები ინახება. მოგახსენებთ, რომ აღნიშნული ტერიტორია არ არის კომპანია „ალბატროსის“ მფლობელობაში და კიდევ ერთხელ განვმარტავთ - ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელიც კომპანია „ალბატროსის“ დისკრედიტაციას ემსახურება,“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს ,,ალბატროსში“ შსს შევიდა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


