სამართალი
ნარკოტიკის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ი.ს., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „წითელი ხიდის“ ტერიტორიაზე დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს: 23,507 გრამი ჰეროინის შემცველი 61,14 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება, 1,8 გრამი პრეგაბალინის შემცველი 6 კაფსულა „ლირიკა“, 0,0398 გრამი მეტადონის მარილის შემცველი 1 აბი „მეტადონი“ და 0,0737 გრამი მეტამფეტამინის მარილის შემცველი 0,2652 გრამი ნარკოტიკი.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს ნარკოტიკული საშუალებები საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან უკანონოდ შემოჰქონდა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ი.ს. დაკავებისას ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით).
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


