სამართალი
ნარკოტიკების გასაღების მცდელობისათვის ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ხუთ პირს, რომელთაც ბრალი აქვთ წარდგენილი ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნით შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობისათვის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, - ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული პირები სხვადასხვა დროს, სოციალურ ქსელის, „VIPOLE“-ს მეშვეობით დაეკონტაქტნენ ერთ-ერთ რეგისტრირებულ მომხმარებელს, რომელმაც თითოეულ მათგანს ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ შესთავაზა ქ. თბილისში, მის მიერ მითითებული სამალავი ადგილებიდან აეღოთ ნარკოტიკული საშუალებები, დაეფასოებინათ და მოეთავსებინათ სხვადასხვა ადგილებზე განთავსებულ სამალავებში. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულებს უნდა გადაეღოთ ფოტო მათ მიერ მოწყობილი სამალავებისთვის და ზუსტი ადგილმდებარეობის მითითებით, ეს ფოტოები სოციალური ქსელის „VIPOLE “–ს მეშვეობით უკან გადაეგზავნათ ზემოაღნიშნული მომხმარებელისთვის, რომელიც თავის მხრივ ამ ფოტოებს გადაუგზავნიდა ნარკოტიკული საშუალებების შემძენ პირებს.
აღნიშნული დანაშაულებრივი შეთანხმების შესაბამისად ბრალდებულმა რ.ე.-მ ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, უკანონოდ შეიძინა და გასაღების მიზნით ქ. თბილისში, მის მიერ შერჩეულ სპეციალურ სამალავში განათავსა 2 ცალად დაფასოებული 1.0277 გრამი ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ს (α- PVP) შემცველი კრისტალური ნივთიერება.
ბრალდებულმა ზ.ლ.-მ სხვადასხვა დროს, ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, სამჯერ უკანონოდ შეიძინა და გასაღების მიზნით ქ. თბილისში, მის მიერ შერჩეულ რამოდენიმე სპეციალურ სამალავში განათავსა 3.21 გრამი საერთო რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ს (α- PVP) შემცველი კრისტალური ნივთიერება.
ბრალდებულმა ა.ლ.-მ ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, უკანონოდ შეიძინა და გასაღების მიზნით ქ.თბილისში, მის მიერ შერჩეულ რამოდენიმე სპეციალურ სამალავში განათავსა 0.6922 გრამი საერთო რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ს (α- PVP) შემცველი კრისტალური ნივთიერება.
ბრალდებულმა ქ.შ.-მ ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, უკანონოდ შეიძინა და გასაღების მიზნით ქ.თბილისში, მის მიერ შერჩეულ რამოდენიმე სპეციალურ სამალავში განათავსა 0.74 გრამი საერთო რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ს (α- PVP) შემცველი კრისტალური ნივთიერება.
ბრალდებულმა ა.გ.-მ ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, უკანონოდ შეიძინა და შემდგომი გასაღებისათვის, ქ.თბილისში მის მიერ შერჩეულ სპეციალურ სამალავებში განთავსების მიზნით უკანონოდ შეინახა 90 ცალ პაკეტში მოთავსებული 0.498715 გრამი ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ს (α- PVP) შემცველი კრისტალური ნივთიერება.
ბრალდებულებმა, მათ მიერ მოწყობილ სპეციალურ სამალავებს, სადაც გასაღების მიზნით განათავსეს ნარკოტიკული საშუალებები, გადაუღეს ფოტოები და გადაუგზავნეს სოციალურ ქსელის „VIPOLE“-ს ზემოთხსენებულ მომხმარებელს.
გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ასევე დაკავებულია ყველა ბრალდებული პირი.
დაკავებულთაგან ოთხ პირს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 19-260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობა), ხოლო ერთ პირს 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას აგრძელებს შს სამინისტრო“, – ნათქვამია განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


