პოლიტიკა
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა უნდა გაგრძელდეს - სერგი კაპანაძე
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ევროპულის საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ საპატრიარქოს განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ამ საკანონმდებლო პაკეტის განხილვა პარლამენტში უნდა გაგრძელდეს, თუმცა კონკრეტულ პუნქტებში ეს ინიციატივა დასახვეწია.
„განხილვა უნდა გაგრძელდეს პარლამენტში. ესაა პარლამენტის საქმე და მიგვაჩნია, რომ ეს კანონპროექტი, რომელიც არსებობს, კიდევ უფრო დახვეწილი უნდა იყოს, მათ შორის იმ კუთხითაც, რაზეც საპატქრიარქო საუბრობს. ზოგადად ამ კანონში არის ადგილები, რომლებიც უფრო დასახვეწია და უფრო კარგი მიდგომებია შესამუშავებელი, მათ შორის იმ კუთხითაც, რომ იყოს უფრო ლეგლიზებული ან დეკრიმინალიზებული კონკრეტული ნარკოტიკული საშუალებები“, -უთხრა დეპუტატმა რუსთავი 2-ს.
საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში უნდა შეწყდეს. ის გამოვიდა ინიციატივით, რომ ამ საკითხზე საზოგადოებრივი განხილვა გაიმართოს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ხელისუფლების წარმომადგენლები, ფსიქოლოგები, ექიმები, იურისტები, სასულიერო პირები, ადამიანის უფლებადამცველები, ჟურნალისტები, პედაგოგები, ინტელიგენცია და სამართალდამცველები.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


