პოლიტიკა
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე ცვლილებების ინიცირება უახლოეს პერიოდში მოხდება - არჩილ თალაკვაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება უახლოეს მომავალში მოხდება.
როგორც დეპუტატმა 1tv.ge-ის უთხრა, ცვლილებები ითვალისწინებს ისეთ მომსახურებაზე ხელმწისაწვდომობას, როგორიცაა ნარკოდამოკიდებულებისგან ზიანის შემცირება და რეაბილიტაცია.
„ჩვენ ნარკოპოლიტიკას ვემხრობით და ცვლილებაზე ვმუშაობთ, რომელიც პრევენციის მიზნით, ახალ თაობას ნარკოდამოკიდებულებისგან იცავს, რომელიც ითვალისწინებს მომხმარებელთა ინტერესების დაცვასა და მათ ხელმისაწვდომობას ისეთ სერვისებზე, როგორიცაა ზიანის შემცირებისა და რეაბილიტაციის სერვისები. ასევე, ეს მიდგომა არანაირ კომპრომისს არ უშვებს ნარკოტიკებით ვაჭრობასთან და ორგანიზებულ ნარკოდანაშაულთან მიმართებაში. ამ რეფორმის განხორციელება შესაძლებელი ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა და ამ წლებში, არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.
მიმდინარე წლის განმავლობაში, საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას აუცილებლად უზრუნველვყოფთ. ცვლილებების ინიცირება უახლოეს პერიოდში მოხდება“,- განცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, შაბათს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა პარლამენტს, რომ დაჩქარებული წესით იყოს მიღებული კანონპროექტი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


