პოლიტიკა
ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის საკითხზე ჯერ ერთი პოზიცია არ არის - ეკა ბესელია
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმდჯოამრის, ეკა ბესელიას განცხადებით, ნარკოპოლიტიკის კანონპროექტთან დაკავშირებით რამდენიმე შესათანხმებელი საკითხი რჩება, რაც განხილული იქნება უახლოეს დღეებში.
„ამ პერიოდში, რაც ეს კანონპროექტი შემოსულია პარლამენტში, ყველა ის პირი, ვინც არის არა მხოლოდ კანონპროექტის ინიციატორი, არამედ მთავრობა, უწყებათშორისი საბჭო მუშაობს ყოველდღიურ რეჟიმში და ჩვენ გვაქვს უკვე მნიშვნელოვანი პროგრესი გარკვეული კონსენსუსის თვალსაზრისით. არის რამდენიმე საკითხი, რომელზეც შეთანხმება არის საჭირო. ამ დღეებში იგეგმება შეხვედრა, რომელზეც ვფიქრობ შეთანხმება იქნება",-თქვა ბესელიამ.
ბესელიამ აღნიშნა, რომ ერთიანი პოზიცია ვერ ჩამოყალიბდა ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის საკითხზე.
„დოზები არის საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ შეუთანხმებელი რჩება. ეს არის ასევე დეკრიმინალიზაციის საკითხი და ამაზე ჯერ ერთი პოზიცია არ არის. ამ საკითხზე იყოფა პოზიციები, ამიტომ ამას სჭირდება შეჯერება. საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას, კანაფის ტიპის ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით მოხმარების დეკრიმინალიზაცია უკვე მოახდინა, რაც სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამის ცვლილებაში იქნება ასახული, მაგრამ დეკრიმინალიზაცია არ ნიშნავს ლეგალიზაციას. რჩება რამდენიმე საკითხი, რომელზეც საჭიროა პოზიციების შეჯერება და ამის შემდეგ დავიწყებთ საჯარო სხდომებს", - აღნიშნა დეპუტატმა.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა იყოს ალტერნატიული კანონპროექტი, ბესელიამ უპასუხა, რომ „შეიძლება იყოს“.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


