უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 მაისი, 2018 15:45
font-size

ნარკოპოლიტიკაზე მსჯელობისას ბიძინა ივანიშვილს პოზიციების დამაახლოებლის როლი აქვს - თამარ ჩუგოშვილი

შეხვედრაზე ძირითადი ნიშნები რაც იკვეთება, ისაა, რომ ნარკოპოლიტიკის მნიშვნელოვან ცვლილებებზე ყველა თანხმდება, კანონპროექტი საგაზაფხულო სესიის ბოლომდე მნიშვნელოვან ფაზას გაივლის, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.

“ამ ყველაფერს რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი აქვს, სახელმწიფო ნარკორეალიზაციის მიმართ უკომპრომისო იქნება, ნარკომომხმარებელთა მიმართ კი პოზიცია ორიენტირებული ზიანის შემცირებასა და იმაზე იქნება, რომ ქვეყანაში ნაკლები ნარკოდამოკიდებული გვყავდეს და მეტი ადამიანის გამოხსნა შევძლოთ. ზოგადად, მკაცრი რეგულირების მომხრე ვართ იმ კონტექსტში, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გარკვეულ გადაწყვეტილებას იღებს და საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვებიდან გამომდინარე, პარლამენტს გარკვეული ვალდებულებები აქვს. ამ რეგლამენტირებაზე შევთანხმდებით. ძირითადი კონტურები ჩანს”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში მის დამოკიდებულებაზე თვითონ რომ ისაუბროს, უფრო სწორი იქნება.

„ამ შეხვედრაში მისი ძირითადი როლი პოზიციების დამაახლოებლის როლია. სხვადასხვა პოზიციებს უსმენს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში გვეხმარება. როგორც იცით, ეს ის თემაა, რაზეც უმრავლესობის შიგნით აზრთა სხვადასხვაობაა. ამ პროცესში მისი მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რადგან განსხვავებული არგუმენტები და მოსაზრებები დაახლოვდეს და ადეკვატურ, ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილებაზე მოვიდეთ. რაც შეეხება დოზებს, დოზებში გარკვეული ცვლილებები შესაძლებელია. წარმოუდგენლად მცირეა ის დოზები, რაც ზოგიერთ შემთხვევაში მცირე ოდენობად ითვლება და განსხვავებული პასუხისმგებლობა დგება”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი