პოლიტიკა
ნარკოპოლიტიკა არაა ისეთი რეპრესიული, როგორც ის მიეწოდება საზოგადოებას - დიმიტრი ხუნდაძე
პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკა ისეთი რეპრესიული არაა, როგორც მასზე ლაპარაკობენ.
ხუნდაძის თქმით, ნარკოპოლიტიკის რეფორმა აუცილებელია, ოღონდ უნდა იყოს სწორად განსაზღვრული პრიორიტეტები.
„ხშირად გვესმის, რომ საქართველოში ნარკოპოლიტიკა რეპრესიულია, თუმცა, არც უმაგისობაა. მაგრამ დღეს გაკეთებული სიტუაციური ანალიზი, რომელიც საზოგადოებას მიეწოდება, ვფიქრობ, გადაჭარბებულია.
ვინც მოკლე პრეისტორიას გადაავლებს თვალს, რა იყო მანამდე და რა არის დღეს, დაინახავს აშკარა სხვაობას.
ნარკოპოლიტიკის რეფორმა ქვეყანას სჭირდება, მაგრამ, გააჩნია რას ავიღებთ საწყისად და რის შეცვლას ვაპირებთ. აუცილებელია, საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ არსებულ რეალობაზე.
ამ მიმართულებით რომ პრობლემები არსებობს, ამაზე არავინ დავობს, მაგრამ რეფორმა უნდა დაიგეგმოს სწორად, დროც სწორად უნდა იქნას შერჩეული და რა თქმა უნდა, გამყარებული უნდა იყოს ფინანსურად. უმთავრესი საკითხი კი იმ რეალური რისკების გათვალისწინებაა, რაც დღეს არსებობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უკეთესის ძიებაში მივიღებთ უარესს“, - თქვა ხუნდაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


