სამართალი
ნარკოდანაშაულზე დაკავებულ ჟურნალისტის, ნიკა კაციას დაცვის მხარემ ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა - ბრალდების მოთხოვნით პროცესი გადაიდო
საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულზე დაკავებულ ჟურნალისტის, ნიკა კაციას სასამართლო პროცესი 7 მარტს 11:00 საათზე ჩატარდება. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ მის მიერ დანიშნული ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, რასთან დაკავშირებითაც პოზიციის დასაფიქსირებლად პროკურორმა დრო მოითხოვა.
მომავალ სხდომაზე მოსამართლემ აღნიშნული მტკიცებულების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელოს.
ნიკა კაციას ადვოკატის განცხადებით, ალტერნატიული ექსპერტიზა სამხარაულის ბიუროში ჩატარდა, დაქტილოსკოპიური და ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად მიღებული იქნა დასკვნა, რომლის თანახმადაც ნიკა კაციას არ დაუდგინდა ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი და არც ნარკოტიკის შეფუთვაზე აღმოჩნდა თითის კვალი.
სასამართლო სხდომის დაწყებამდე განცხადება გააკეთა თავად ნიკა კაციამაც და ღირსების შემლახველ გარემოებებზე ისაუბრა, რა პირობებშიც მას საბადრაგო სამსახურის თანამშრომლები პროცესის დაწყებამდე ამყოფებენ.
"საბადრაგო სამსახური სარდაფში დაჯდომის საშუალებას არ მაძლევს, ფურცლები მოვითხოვე და არ მომცეს, გარდა ამისა, დღესაც მაკეთებინეს ბუქნები, ეს ყველა შემთხვევაში უნდა ვთქვა." - განაცხადა კაციამ.
ცნობისთვის, ნიკა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. ნიკა კაცია პროევროპული საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო. ის წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მას ნარკოტიკი "ჩაუდეს".
წყარო: მთავარი არხი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


