სამართალი
ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1999 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.მ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს.
„სამართალდამცველებმა თბილისში ნივთმტკიცებად ამოიღეს ნ.მ.-ს მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული, სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“. პოლიციამ ნ.მ. ბრალდებულის სახით დააკავა“, – აცხადებენ შსს-ში.
ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე კვარტა მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


