უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 დეკემბერი, 2016 18:20
font-size

ნამდვილად რეპრესირებულ თამაზ კაპანაძეს შეუძლია თავის უფროსს, მამუკა ხაზარაძეს ედებატოს

ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის პრეს-სამსახური ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორის თამაზ კაპანაძის განცხადებას ეხმაურება. მედიანიუსი ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორის თამაზ კაპანაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„დღეს გავრცელდა ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორის თამაზ კაპანაძის განცხადება. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ვანო ჩხარტიშვილის პრეს სამსახურმა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

ჩვენთვის გასაგებია ბატონი თამაზის, უფრო სწორად მისი უფროსის, თიბისი ბანკის ხელმძღვანელის, მამუკა ხაზარაძის გაცხარება. ლონდონის სააპელაციო სასამართლომ 9 დეკემბერს გააუქმა მოსამართლე პიტერ სმიტის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და დაუშვებლად ცნო პატარკაციშვილების ოჯახის კომპანიების საჩივარი ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ. ამით რეალურად წერტილი დაესვა ამ დავას ლონდონში და შესაბამისად, შესაძლებლობას, მამუკა ხაზარაძემ თემა ვანო ჩხარტიშვილის დისკრედიტაციისთვის მომავალშიც გამოიყენოს.

ვერ ვიმარჩიელებთ, ეს „ხმაურიანი“ განცხადება ამ ფაქტის გადასაფარად გაკეთდა, თუ ბატონი თამაზის აღშფოთებაა მიზეზი. ვერც ის გავიგეთ, რას გულისხმობს „ნამდვილად“ რეპრესირებული ბატონ თამაზი, როცა დიდი ბრიტანეთის მიერ პოლიტიკურ დევნილად აღიარებული ვანო ჩხარტიშვილის მიმართ ვითომ რეპრესიებზე საუბრობს. მაგრამ თუ მართლაც აინტერესებს ვინ ვინ ვინ იყო ქართულ ბიზნესში, ჰკითხოს თავის უფროსს, თიბისი ბანკის ხელმძღვანელ მამუკა ხაზარაძეს, თუ სად იყო იგი მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილი ბიზნესმენებს არბევდა, მის გვერდით ხომ არა?

ფედერაციის შენობასთან დაკავშირებულ დავასთან მიმართებით კი, ჩვენ მზად ვიყავით და ვართ შევასრულოთ ყველა ვალდებულება, რომელიც შეიძლება არსებობდეს, თუმცა მამუკა ხაზარაძეს და თიბისი ბანკს სახელდახელოდ აღდგენილი ფედერაცია და შენობის თემა ხმაურისთვის, ვანო ჩხარტიშვილზე ზეწოლისა და ბანკის მიერ ფოთის წისქვილქარხანის მითვისებაში მონაწილეობის გადასაფარად სჭირდება და არა საქმისთვის.

ამიტომ, მოვუწოდებთ ბატონ თამაზს, ნუ გახდება იარაღი ნურავის ხელში, დარჩეს კორექტულობის ფარგლებში, მოიქცეს ცივილიზებულად და დაელოდოს მათ მიერვე პროვოცირებული სასამართლოს გადაწყვეტილებებს. რაც შეეხება დებატების მოთხოვნას, იგი მოდავე მხარის არაადეკვატურობის კიდევ ერთი გამოვლინებაა. თქვენ წახვედით სასამართლოში, უარი თქვით ჩვენს მომგებიან შეთავაზებებზე, არ გსურთ საკითხის მოლაპარაკების გზით მოგვარება. თუ რაიმე არგუმენტი გაქვთ, წარადგინეთ სასამართლოში, რა არის აქ სადებატო?! ხოლო თუ დებატები მოსწყურდა ნამდვილად რეპრესირებულ თამაზ კაპანაძეს, შეუძლია თავის უფროსს, მამუკა ხაზარაძეს ედებატოს”, _ ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
NS

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი