სამართალი
ნახონ ჩემი ძმის ხელები და მერე ბოტასების ქურდების ხელებიც ნახონ- ეთერ წოწორია
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას და ეთერი, გვიან ღამით ბათუმში მისი ძმის ოთარ წოწორიას სახლის ჩხრეკის ფაქტს გამოეხმაურა.
როგორც ეთერ წოწორიამ Facebook-ში პირად გვერდზე დაწერა, მომხდარის გამო მას პროტესტის გრძნობა უჩნდება საქართველოს შვილი ეწოდოს.
„მე როგორც ნონას და ოთოს დას მიჩნდება პროტესტი საქართველოს შვილი მერქვას. პატიოსანი და მშრომელი ხალხი თუ ასეთი ანგარშისწორების მსხვერპლი გახდება, რომელ სამართლიანობაზე და მითუმეტეს, სამართლიანობის აღდგენაზეა ლაპარაკი ჩვენს ქვეყანაში. ეს ყველაფერი ბლეფია, როგორც ყველაფერი დანარჩენი საქართველოში. ნახონ, ჩემი ძმის ხელები და მერე ბოტასების ქურდების ხელებიც ნახონ. ნონა თუ ადეიშვილის მოადგილე იყო, ეს დანაშაულია? როდესაც პროკურატურაში მუშაობდა ვინმე დაინტერესდა ნონა სახლში როდის მიდიოდა? რატომ ჰქონდა ფეხსაცმელი და ტანსაცმელი მუდამ სამშენებლო მტვერით დასვრილი?! იმიტომ, რომ ააშენეს ქვეყანა და ჩაბარდათ ამათ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. ჩემო დაო!! საქართველო და ქართველები არ ყოფილან შენი შრომის ღირსები და ღმერთს ვთხოვ, შენი ყოველი გათენებული ღამე ამათ ძმრად ამოდინდეთ და არ შეერგოთ სავარძლებში თბილად ჯდომა!!“,-დაწერა ეთერ წოწორიამ.
გვიან ღამით, შსს-მ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ოთარ წოწორიას ბათუმის სახლიდან პისტოლეტი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


