პოლიტიკა
ნახეთ, როგორი კვალიფიციურობით საუბრობენ ჩვენი სამღვდელო პირები კანონპროექტებზე და ალბათ, ასე უნდა მივუდგეთ დეპუტატებმაც - ნატო ჩხეიძე
„რჩება შთაბეჭდილება, რომ მარიხუანას შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგი არის მხოლოდ სამღვდელოება და მეტი არავინ“ ,– ამის შესახებ დეპუტატმა, ნატო ჩხეიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სამღვდელოება ზნეობას იცავს.
„სამღვდელოება არის მრევლის წარმომადგენელი და მრევლი არის საზოგადოება. სამღვდელოება იცავს ზნეობას. ილია მართალმა ბრძანა და ალბათ, ახლაც უნდა დავუგდოთ ყური ილია ჭავჭავაძეს, რომ ადამიანის თავისუფლება გადის ზნეობრიობაზე და ზნეობრიობის იქით ყოველგვარი თავისუფლება არის თვითნებობა და ძალადობა“, – განაცხადა ჩხეიძემ.
დეპუტატის შეფასებით, ამ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის თვითნებობა და ძალადობა.
„აქ ბრძანეს სულგაყიდული ადამიანებიო, ვერ გეტყვით, რომელია, მაგრამ ძალიან უპასუხისმგებლოც არ არის და უფრო მეტია, რადგან ალბათ, ის გადაწყვეტილება არის დიდი განზრახულობის ერთი რგოლი, განზრახულობისა, რასაც ნარკოპლანტაციების გაშენება ჰქვია საქართველოში. რა თქმა უნდა, ამას რაღაც უნდა დაუპირისპირდეს. აი დაუპირისპირდნენ ამ რეგულაციებით სწორედ – „ხმა ღვთისა და ხმა ერისა“-ს სულისკვეთებით და არა საკონსტიტუციო სასამართლოს სულისკვეთებით, რომ ძალიან სწრაფად შემუშავდა რეგულაციები და ძალიან სწრაფად უნდა განვიხილოთ“, – განაცხადა დეპუტატმა.
მისი შეფასებით, რეგულაციებში უამრავი საფრთხეა.
„ალბათ ჩვენი მოვალეობაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება რაღაც სახით შეიცვალოს, თუნდაც რეფერენდუმით. ასევე, აუცილებლად მინდა ვთქვა, დღევანდელი სხდომა არის არა მხოლოდ ზნეობრიობის დაცვა და ბურჯია ეკლესია ზნეობრიობისა, არამედ განათლებისაც. ნახეთ, როგორი კვალიფიციურობით საუბრობენ ჩვენი სამღვდელო პირები კანონპროექტებზე და ალბათ, ეს არის ნიმუში იმისა, თუ როგორ უნდა მივუდგეთ ჩვენი დეპუტაცია ნებისმიერ კანონპროექტს, ანუ სულიერად ზნეობრივად და დიდი განათლებით“, – განაცხადა ჩხეიძემ.
მარიხუანას მოხმარებაზე რეგულაციების დაწესების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას დღეს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. განხილვაში სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


