საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება
გურამიშვილის გამზირი N74ა-ს მიმდებარედ არსებულ შესახვევში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და 1 450 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.
„პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ფეიქრების ქუჩაზე სხვადასხვა დაწესებულებაში დასაქმებული ადამიანებისთვის, რომლებიც აღნიშნული გზით ყოველდღიურად სარგებლობენ. ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო გზის საფარი და წვიმიან ამინდში მოქალაქეებს გადაადგილება უჭირდათ. დღეს ტერიტორია უკვე კეთილმოწყობილია“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
საგზაო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 105 000 ლარი გამოყო.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


