პოლიტიკა
მზად ვართ, სომხებთან აქტიურად ვიმუშაოთ ერთიანი ბაზრის პოტენციალის ასათვიებლად _ გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მან თავის სომეხ კოლეგასთან განიხილა შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა სფეროში შეიქმნას საქართველო-სომხეთის საერთო კოოპერატიული ბაზარი.
გიორგი კვირიკაშვილი თქმით, ინიციატივა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, კარენ კარაპეტიანს ეკუთვნის.
„ბატონ პრემიერ–მინისტრს ჰქონდა საინტერესო შემოთავაზებები ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში ერთიანი ბაზრის პოტენციალის ათვისებისა და კოოპერაციის შესახებ. ჩვენი მხრიდან გამოვხატეთ სრული მზადყოფნა, ამ მიმართულებით აქტიურად ვიმუშაოთ და წავახალისოთ კერძო სექტორის წარმომადგენელი ორივე ქვეყნიდან, რათა მათ სრულად გამოიყენონ რეგიონალური კოოპერაციის პოტენციალი“, – აღნიშნა პრემიერმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დაიგეგმება შეხვედრა ორივე ქვეყნის ბისნესმენებთან, სადაც განხილული იქნება რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივა.
„ვისაუბრეთ რეგიონალური თანამშრომლობის შესახებ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით გვაქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა სომხეთი განიხილონ, როგორც ქვეყანა, სადაც შეიძლება ინვესტიციის განხორციელება, ტურისტად ჩასვლა. ჩვენს კოლეგებს აქვთ შემოთავაზება ბიზნესმენებისთვის, რათა მოეწყოს შეხვედრა და განვიხილოთ როგორც საქართველოს, ისე სომხეთის ბაზრის შესაძლებლობები“, –განაცხადა კარაპეტიანმა.
სავაჭრო ურთიერთიბებისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების გარდა დღევანდელ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრებმა განიხილეს საქართველო–სომხეთის ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


