პოლიტიკა
მზად ვართ საკონსტიტუციო პროექტზე დიალოგი გავაგრძელოთ - გიორგი კვირიკაშვილი
მზად ვართ გავაგრძელოთ დიალოგი და მოვნახოთ ზომები, სადაც შესაძლებელი იქნება კიდევ რაღაცებზე შეთანხმება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე გუშინ სატელეფონო საუბარი შედგა ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთან.
„ჩვენ შევეხეთ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს. ბატონმა ჯანი ბუკიკიომ გამოხატა კმაყოფილება ჩვენი მზადყოფნის გამო, რომ გავაგრძელოთ დიალოგი.
მოგეხსენებათ, რომ ეს პროცესი საკმაოდ მაღალი ჩართულობით მიმდინარეობდა წინა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესისგან განსხვავებით. იყო ძალიან მნიშვნელოვანი საჯარო განხილვები, სადაც ყველა იყო ჩართული. ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ კიდევ გავაგრძელოთ ეს დიალოგი, რათა ჩვენ მივიღოთ კონსტიტუცია, რომელიც ნამდვილად იქნება ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის ნების გამოხატულება. ეს არის მნიშვნელოვანი. შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, რამდენად არის მზადყოფნა პოლიტიკურ სპექტრში კონსენსუსის მიმართულებით.
ჩვენ ჩვენი მხრიდან გადავდგით ძალიან დიდი ნაბიჯები და კიდევ ერთხელ ვამბობ, მზად ვართ, გავაგრძელოთ და კიდევ მოვნახოთ ზომები, სადაც შესაძლებელი იქნება კიდევ რაღაცებზე შეთანხმება. ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზადყოფნას ამ მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


