პოლიტიკა
მზად ვართ, რუსული ტუ-154 კატასტროფის შედეგად დაღუპულთა სამძებრო სამუშაოებში ჩავერთოთ -ზურაბ აბაშიძე
რუსეთთან ურთიერთობის საკითხში საქართელოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადეგნლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საქართველო მზად არის რუსეთს ტუ-154-ს კასტროფის დროს დაღუპულთა სამძებრო სამუშაოებში ჩაერთოს.
როგორც აბაშიძემ РИА Новости-თან საუბარში აღნიშნა, ამ დროისთვის რსუეთს საქართველოსთვის მსგავსი თხოვნით არ მიუმართავს.
„რუსულ მხარეს დახმარების გაწევის თხოვნით არ მოუმართავს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა - ნებისმიერი სახელმწიფოს ვალდებულებაა. ჩვენ გამოცდილება გვაქვს იმისა, რომ რუსეთის შესაბამისი სამსახურები ყაზბეგის რაიონში მეწყერის ჩამოწილის შედეგად დაკარგული ადამიანების სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობდნენ. ადამიანები საზღვრის გასწვრივ შარშან იკარგებოდნენ. ამიტომ, ამგვარი გამოცდილება გვაქვს და როდესაც არის საჭიროება, შესაბამისი სამსახურები ჩაერთვებიან. მაგრამ, გავიმეორებ, ამ დროისთვის, ამგავრი თხოვნით ჩვენთვის არავის მოუმართავს“,-აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თვითმფრინავი, ტუ-154, რომელიც სირიაში მიფრინავდა, 25 დეკემბერს შავ ზღვაში ჩავარდა.
რუსეთის სამხედრო უწყების ინფორმაციით, ბორტზე სულ 92 ადამიანი იმყოფებოდა.
ამ დროისთვის, ზღვაში 12 ადმიანის გვამია ნაპოვნი და დაღუპულთა სხეულის 156 ფრაგმენტი.
სამძებრო სამუშაოებში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგანგებო მდგომარეობათა სამსახურის რამდენიმე თანმშრომელიც მონაწილეობს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


