პოლიტიკა
მზად ვართ, კომპეტენციის ფარგლებში მოვახდინოთ რეაგირება ამომრჩეველთა მონაცემების კანონდარღვევით დამუშავების ნებისმიერ ფაქტზე - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი კომპეტენციის ფარგლებში მზადაა, რეაგირება მოახდინოს ამომრჩეველთა მონაცემების კანონდარღვევით დამუშავების ნებისმიერ ფაქტზე.- ამის შესახებ ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც საარჩევნო სუბიექტებისა და პოლიტიკური პარტიების კოორდინატორების მიერ ამომრჩეველთა მონაცემების შესაძლო გამოყენების ფაქტებს ეხება.
„ამომრჩეველთა სია და მასში არსებული ინფორმაცია პერსონალური მონაცემებია და მათი დამუშავებისთვის საჭიროა კანონით დადგენილი საფუძვლის არსებობა და პრინციპების დაცვა. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო სუბიექტებისა და პოლიტიკური პარტიების კოორდინატორებს საარჩევნო უბნებთან ხელთ აქვთ ამომრჩეველთა ფოტოსურათიანი სიები, საყურადღებოა და დამატებით შესწავლას საჭიროებს. მნიშვნელოვანია, დადგინდეს, რა ტიპის სიებს ეხება საქმე, როგორ მოხდა მათი მოპოვება და როგორ ხდება მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების გამოყენება.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი სთხოვს დამკვირვებელ ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათ ხელთ არსებული მტკიცებულებები და დამატებითი ინფორმაცია.
წინასაარჩევნო პერიოდში ინსპექტორის აპარატს დაწყებული აქვს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული 10-მდე სხვადასხვა საკითხის შესწავლა, მიმდინარეობს არაერთი მოქალაქის განცხადების განხილვა და მზად ვართ, კომპეტენციის ფარგლებში მოვახდინოთ რეაგირება ამომრჩეველთა მონაცემების კანონდარღვევით დამუშავების ნებისმიერ ფაქტზე“, – ნათქვამია განცხადებაში
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


