პოლიტიკა
მზად ვართ განვიხილოთ ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც დააჩქარებს ჩვენს გაწევრიანებას ნატო-ში - ირაკლი კობახიძე
თუ არ დაზიანდება ჩვენი ეროვნული ინტერესები, მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ინტერესი, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც დააჩქარებს ჩვენს გაწევრიანებას ნატო-ში, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ნატო-ში გაწევრიანება ამერიკელ კოლეგებთან საუბრების ერთ-ერთი მთავარი საგანი იყო.
„ვისაუბრეთ იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ნატო-ში გაწევრიანების კუთხით. ამ ათი წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ნატო-სთან. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ უფრო სწრაფი ტემპით წარიმართოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესი. ჩვენ ვატარებთ რეფორმებს, ცვლილებებს, რომლებიც გვაახლოებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, ღირებულებებთან, რომლებსაც ეფუძნება ნატო. ჩვენ ამას ვაკეთებთ, როგორც იმ ვალდებულებებიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს აღებული ნატო-ს მიმართ, ასევე გამომდინარე იქიდან, რომ ეს ცვლილებები და რეფორმები არის საჭირო ჩვენი სახელმწიფოების შემდგომი გამტკიცებისთვის. ჩვენ გვინდა სწრაფი წინსვლა და იმედი გვაქვს, რომ ამ სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდება ის განაცხადი, რომელიც გაკეთდა ბუქარესტის სამიტის დროს და ნატო კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოს ამოცანა არის ნატო-ში ინტეგრაციის ტემპების დაჩქარება.
„თითოეული ნაბიჯი რომელიც გადაიდგმება ამ მიმართულებით, გადაიდგმება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის და კონსულტაციების საფუძველზე და ჩვენი სტრატეგიული ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. ჩვენ დაგვჭირდება დისკუსია ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენ გვაქვს ეროვნული პრიორიტეტები და ეს პრიორიტეტები სათანადოდ იქნება ასახული ჩვენს გადაწყვეტილებებში“, - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, ამ პრიორიტეტებში შედის თუ არა ის, რომ საქართველო შევა ნატო-ში და ალიანსის მეხუთე მუხლი არ გავრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა საკითხი შეიძლება გახდეს მსჯელობის საგანი, „ჩვენი მთავარი ეროვნული პრიორიტეტია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს პრიორიტეტი და მიზანი არ გადაიხედება არც ერთ შემთხვევაში.
რაც შეეხება დათქმებს, ეს შეიძლება გახდეს მსჯელობის საგანი. მთავარია, რომ ჩვენ დავაჩქაროთ ჩვენი გაწევრიანება ნატო-ში და ეს გაკეთდეს ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.
რაც შეეხება ალიანსის მეხუთე მუხლის დროებით არ გავრცელებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იმას, თუ რამდენად მზადაა ის გაიღოს პოლიტიკური ფასი, რაც შეიძლება ამ დისკუსიას მოჰყვეს საქართველოში, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „მთავარია ჩვენ პოლიტიკური ფასი არ გავიღოთ ეროვნული ინტერესების საზიანოდ“.
„თუ არ დაზიანდება ჩვენი ეროვნული ინტერესები, მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ინტერესი, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც დააჩქარებს ჩვენს გაწევრიანებას ნატო-ში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


