პოლიტიკა
მზად ვარ, ვიყო ერთ-ერთი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში - დავით უსუფაშვილი
„შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი მზადაა, წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ამის შესახებ მან გადაცემა „რეზიუმეში“ თქვა.
„დიახ, მე მზად ვარ, ვიყო ერთ-ერთი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ არჩევნებამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა, რომ მივიხედ-მოვიხედოთ და ავწონ-დავწონოთ, რამდენად სწორია ესა თუ ის ნაბიჯი არა მხოლოდ წარმატება-წარუმატებლობის შანსების აწონ-დაწონვის თვალსაზრისით, არამედ, რა ხდება ზოგადად სპექტრში - ვინ აპირებს კიდევ ამ პროცესში ჩართვას და თუ ვინმე აპირებს, რა პლატფორმით აპირებს. თუ ვხედავთ, რომ მსგავსია ჩვენი ხედვები, პლატფორმები 2-3 შესაძლო კანდიდატის, ალბათ აჯობებს, სანამ კანდიდატობას შევუდგებით, გვქონდეს ერთმანეთთან კომუნიკაცია“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.
უსუფაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში საბურთალოს მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს. შემდგომ ის ახალშეკრებილი მე-8 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ დაამტკიცეს. მოგვიანებით მან ქართული ოცნება და რესპუბლიკური პარტია დატოვა და მცირეხნიანი პაუზის შემდეგ 2016 წელს „შენების მოძრაობა“ დააარსა.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


