საზოგადოება
მზად ვარ `იბერია TV`-ს კუთვნილი ლიცენზიის დაუყოვნებლივ მიღებისათვის - ზაზა ოქუაშვილი
ზაზა ოქუაშვილი პატარკაციშვილების ოჯახის მიერ „იბერია TV”-ს ლიცენზიის დაბრუნებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „მედიანიუსი” უცვლელად გთავაზობთ.
„მოხარული ვარ და მინდა მივულოცო "იბერია TV"-ს გულშემატკივრებს, "იბერიის" ყოფილ თანამშრომლებს, საქართველოში სამართლიანობის აღდგენის მხარდამჭერებს, მთელ საზოგადოებას, რომ "იმედისა" და "იბერია TV"-ს ამჟამინდელმა მფლობელმა მიიღო გადაწყვეტილება უანგაროდ დაუბრუნოს "იბერია TV"-ს კუთვნილი ლიცენზია სასამართლო მოსმენის გარეშე, რომელიც ჩანიშნულია სექტემბერში.
ჩემი მხრივ, როგორც "იბერია TV"-ს კანონიერი მფლობელი, მზად ვარ "იბერია TV"-ს კუთვნილი ლიცენზიის დაუყოვნებლივ მიღებისათვის საქართველოში არსებული კანონების გათვალისწინებით და საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თანხმობით და მონაწილეობით.
ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მოსახლეობას მალე ექნება კიდევ ერთი დამოუკიდებელი წყარო ინფორმაციის მიღებისა "იბერია TV"-ს სახით და "იბერია TV"-ს მომავალ ჟურნალისტებს კვლავაც ექნებათ საშუალება თავისი წვლილი შეიტანონ ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული მასმედიის განვითარებაში,“ - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ - ტელეკომპანია „იბერია TV”, რომელსაც ზაზა ოქუაშვილი ფლობდა, 2004 წელს დახურეს, როდესაც „ომეგა ჯგუფის“ კუთვნილ კომპანიებში სპეცრაზმი შეიჭრა.
„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ტელეკომპანია „იბერია თV”-ის სამაუწყებლო ლიცენზია არაკანონიერად გადაეცა ტელეკომპანიას „აისი“, რომელიც იმ პერიოდში შეიქმნა და მაუწყებლობა არც ჰქონია.
2012 წლის სექტემბერში, როდესაც პატარკაციშვილების ოჯახს „იმედი TV’’ დაუბრუნეს, ზემოხსენებული „აისი“-ც მათ გადაეცა.
პატარკაციშვილების ოჯახის მიერ წინა კვირას გავრცელებული განცხადებით, ისინი მზად არიან, ლიცენზია "იბერია TV"-ს დაუბრუნონ.
„მივიღეთ გადაწყვეტილება და მზად ვართ, კეთილი ნების საფუძველზე, გადავცეთ #106 ლიცენზია "იბერია TV"-ს, - ნათქვამია პატარკაციშვილების ოჯახის განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


