უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

10 ოქტომბერი, 2017 16:05
font-size

მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ადვოკატებმა გაასაჩივრეს

დემირელის სახელობის სკოლის პედაგოგის მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის და მისი ოჯახისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი მისმა ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს.

ემრე ჩაბუკის ადვოკატის სოსო ბარათაშვილის თქმით, სასამართლოში წარდგენილია დაახლოებით 650 გვერდიანი მტკიცებულებები.

„მათ შორის სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანოზაციების დასკვნები და საერთაშორისოო ორგანიზაციების პოზიციები, სადაც მითითებულია, რომ თურქეთში მასიურად ირღვევა ადამიანის უფლებები და დაუშვებელია მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიცია. რაც შეეხება სახალხო დამცველს, ის პირდაპირ ამბობს, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და უკანონო“,-აღნიშნა ადვოკატმა.

მისი თქმით, მუსტაფა ემრე ჩაბუქი დაუსაბუთებლად, პოლიტიკურად მოტივირებული განჩინებების საფუძველზე უკვე 5 თვეა იმყოფება წინაესქსტრადიციო პატიმრობაში.

„თურქეთის მხარემ ვერ წარმოუდგინა ვერცერთი მტკიცებულება საქართველოს პროკურატურას, რომელიც დაასაბუთებდა, რომ ამ ადამიანის ექსტრადიცია არის შესაძლებელი. რაც შეეხება საექსტრადიციო პროცედურებს, ის ფაქტობრივად ჯერ არ დაწყებულა და ეს სავარაუდოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც ლტოლვილის სტატუსის საკითხი გაირკვევა“,-განმარტა სოსო ბარათაშვილმა.

საქალაქო სასამართლო მუსტაფა ემრე ჩაბუკის სარჩელს 12 ოქტომბერს განიხილავს.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი