სამართალი
მუსტაფა ემრე - ჩაბუქის მეუღლე, ევროკავშირის წარმომადგენლობას ინფორმაციას აწვდის
დემირელის სკოლის მენეჯერის, მუსტაფა ემრე-ჩაბუქის მეუღლე, თუფა კანდემირ-ჩაბუქი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეხვედრას მართავს.
როგორც თუფა კანდემირ-ჩაბუქმა მედიას განუცხადა, მას დაკავებული მეუღლის შესახებ წამრომადგენლობისთვის სრული ინფორმაციის მიწოდება სურს.
„როგორც მოგეხსენებათ, ჩემი მეუღლე უკვე ორი კვირაა დაკავებულია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის არის უსამართლობის მსხვერპლი და ვშიშობთ, რომ თურქეთში ექსტრადიციის შემთხვევაში, მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება. ამიტომ, ჩვენ გვინდა ინმფორმაცია ამის შესახებ მივაწოდოთ ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში“,-აღნიშნა ემრე ჩაბუქის მეუღლემ.
მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში თურქული მხარის მოთხოვნით 24 მაისს დააკავეს.
დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
ჩაბუქს ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


