უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

6 თებერვალი, 2018 17:45
font-size

მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოს პროკურატურის ბრალდებული არ არის - ირაკლი შოთაძე

საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, დემირელის კოლეჯის ყოფილი მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი არაა ბრალდებული საქაღტველოს პროკურატურის მხრიდან. მან აღნიშნა, რომ უწყება წარადგენს თურქეთის პროკურატურიდან მიღებულ მასალას.

„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენ სასამართლოს მივმართეთ. ჩაბუქის ექსტრადირების დასაშვებობის საკითხის შესწავლა სასამართლოს მიერ ხდება. ჩვენ თურქეთის პროკურატურიდან მიღებულ მასალებს წარვადგენთ. დაცვის მხარე და შესაბამისი დაინტერესებული პირი მის ხელთ არსებულ მასალებს წარადგენენ. სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს ჩვენი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე არ არის. ხსენებული პიროვნება საქართველოს პროკურატურის ბრალდებული არ არის. აქ საუბარი ექსტრადირების პროცესზეა. ეს პროცედურები თურქეთის პროკურატურიდან მიღებული მტკიცებულებების და სისხლის სამართლის საქმის მასალების საფუძველზე სისხლის სამართლის საერთაშორისო თანამშრომლობის კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში ტარდება“, -აღნიშნა შოთაძემ.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების სასამართლო განხილვა 19 თებერვლამდე გადაიდო. მისი წინსაექსტრადაციო პატიმრობის დრო საქართველოს საპატიმროში 24 თებერვალს უმთავრდება.

თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს თურქეთის მხარის მოთხოვნით, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში იყო ჩართული. დაკავებულსა და მის ოჯახს საქართველოს დევნილთა სამინისტრომ ლტოლვილთა სტატუსსზე უარი უთხრა.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი