სამართალი
მუსტაფა ემრე ჩაბუკის ადვოკატმა დევნილთა სამინისტროს დამატებითი დოკუმენტაცია მიაწოდა
„დემირელის“ სკოლის მენეჯერისა და პედაგოგის მუსტაფა ემრე ჩაბუკის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ჩაბუკის საქმესთან დაკავშირებით, დამატებითი დოკუმენტაცია მიაწოდა.
კერძოდ, 260-გევრდად აკინძულ მტკიცებულებებში საუბარია თურქეთის ციხეებში არსებულ მდგომარეობის შესახებ; საქართველოს სახალხო დამცველისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციაზე; ასევე, ამ მტკიცებულებებში ჩადებული არის თურქულ მედიაში ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული მასალები, რომლებშიც მუსტაფა ემრე ჩაბუკი და მისი ოჯახის წევრები არიან ქვეყნის მტრებად მოხსენიებული, ასევე, საუბარია, რომ მათ შესახებ საქართველოში სიუჟეტები დაკვეთით მზადდებოდა.
„უკანასკნელ პერიოდში თურქეთის ოფიციალური მედიასაშუალებების მიერ ვრცელდება ინფორმაციები, სადაც ბატონი მუსტაფა ემრე ჩაბუკი, მისი მეუღლე, ასევე დემორელის სახელობის სკოლის პედაგოგები მოხსენიებული არიან როგორც მოღალატეები. ასევე, ქართული მედია არის მოხსენიებული უარყოფით კონტექსტში, თითქოს ისინი ამზადებენ, ფულით ამზადებენ რეპორტაჟებს და არიან მოსყიდულნი“,-აღნიშნა სოსო ბარათაშვილმა.
თურქეთის მოთხოვნის საფუძველზე დაკავებული მუსტაფა ემრე ჩაბუკი საქართველოში თავშესაფარს და ლტოლვილის სტატუსს ითხოვს, რომ მისი ექსტრადირება თურქეთში არ მოხდეს.
ამჟამად იგი წინასაექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფება.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


