პოლიტიკა
მუქარები ადასტურებს ივანიშვილი - კობახიძე-მდინარაძის ისტერიკასა და პანიკას - ლევან ხაბეიშვილი
ჩამოშლილია ივანიშვილის რეჟიმი! აბსოლუტური რღვევაა და შიშის პირით დაიწყეს „მუქარები", - ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„საგანგებო განცხადება: ბოლო რამდენიმე დღეა დამატებითი ისტერიკაა 4 ოქტომბრის მშვიდობიან რევოლუციაზე - მუქარები ადასტურებს ივანიშვილი - კობახიძე-მდინარაძის ისტერიკასა და პანიკას! ჩამოშლილია ივანიშვილის რეჟიმი! აბსოლუტური რღვევაა და შიშის პირით დაიწყეს „მუქარები"!
ვფიქრობ, მხოლოდ ჩვენს, საქართველოს, ქართველი ხალხის გამარჯვებაზე!
ვარაუდებს და წუხილებს, რომ დამაკავებენ, მესვრიან და მსგავსი, ადასტურებს მხოლოდ ერთს - ივანიშვილის მარცხი გარდაუვალია! ნებისმიერი ასეთი მოქმედებით ბოლომდე დაადასტურებენ და ფაქტობრივ კაპიტულაციას გამოაცხადებენ!
უნდა გვესმოდეს, რომ გამარჯვებასთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ და ნებისმიერ შემთხვევაში - 4 ოქტომბერს, ქუდზე კაცი უნდა ვიყოთ! უპირობოდ ვიმარჯვებთ! ვმობილიზდეთ, მოვემზადოთ გამარჯვების აღსანიშნავად!
საქართველოს გაუმარჯოს! ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო, ჩვენი ხალხი!” - წერს ლევან ხაბეიშვილი.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


