სამართალი
მუხთარლის დაკავების სცენარი აზერბაიჯანელმა სპეცსამსახურებმა დაწერეს, მაგრამ ქართველი კოლეგების დახმარებით შეასრულეს- ადვოკატი
საქართველოდან გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ადვოკატის ელჩინ სადიგოვის თქმით, მუხთარლის დაკავების სცენარი აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა დაწერეს, თუმცა შესრულება ქართველი კოლეგების დახმარების შეძლეს.
ამის შესახებ სადიგოვმა „ქრონიკას“ ექსკლუზიურად განუცხადა.
„აფგანი ირწმუნება, რომ ის ქართული და აზერბაიჯანელი სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად გაიტაცეს, მაგრამ ამ გატაცების ფუნდამენტად მოიაზრება ჯერ კიდევ სამთავრობო პრესაში გაჩენილი პუბლიკაციები, რომლებიც მუხთარლის დაკავებას უძღოდა.
4 მაისს სამთავრობო საიტზე განთავსდა პუბლიკაცია, რომ აფგან ჯეირანლი აზერბაიჯანის ოპოზიციას აფინანსებს, აფგან მუხთარლი კი, ამ პროცესს კოორდინაციას უწევს. ვითომდა ის მთების გავლით, მიუვალი გზებით გადადის საზღვარზე აზერბაიჯანის მხარეს და გაადააქვს რაღაცა ფული და თითქოს ის შემდეგ საქართველოში დაბრუნებას აპირებს.
ეს ამტკიცებს, რომ სცენარი დაიწერა აზერბაიჯანის სპეცსამსახურების მიერ, მაგრამ ქართველი სამართალდამცველების დახმარებით შესრულდა“,- განაცხადა ადვოკატმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


