უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 დეკემბერი, 2017 10:30
font-size

მწვავე დისკუსიის საგანი იყო საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების აღმართვის გაგრძელება - საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 42-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა კვლავ სცადეს ჰუმანიტარული თემების პოლიტიზირება და დევნილთა საკითხის განხილვისას დატოვეს მოლაპარაკებების ოთახი.

,,2017 წლის 12-13 დეკემბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 42-ე რაუნდი, რომლის ფარგლებშიც განხილვის მთავარ საგანს წარმოადგენდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დარჩენილი ქართველების მიმართ ეთნიკური დისკრიმინაციის მძიმე შედეგები და ძალის არგამოყენებისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საკითხი.

დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე ვითარება. მონაწილეებმა საქართველოდან დააყენეს რუსეთის მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობა. ხაზი გაუსვეს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერება, უკანონო მილიტარიზაცია და რეგულარული სამხედრო წვრთნები ხელს უწყობს ადგილზე ვითარების შემდგომ დესტაბილიზაციას.

ქართველმა მონაწილეებმა შეშფოთება გამოთქვეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის ფედერაციაში ინტეგრაციის პროცესის გაგრძელების გამო, კერძოდ სოხუმში რუსეთის ფედერაციის საბაჟო პოსტის შექმნა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებები ახალგორში ანალოგიური სტრუქტურის შექმნის შესახებ.

მწვავე დისკუსიის საგანი იყო საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის გაგრძელება. მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან მოუწოდეს საოკუპაციო ხაზზე დახურული ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დაუყოვნებლივ გახსნისაკენ. ვრცლად იქნა განხილული თავისუფალი გადაადგილებისა და ადგილობრივი მოსახლეობის საკუთარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე წვდომის აუცილებლობა. აღინიშნა, რომ უკანონო დაკავებებისა და გატაცებების პრაქტიკა ახდენს ადგილზე ვითარების ესკალაციას.

მოლაპარაკებების ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის გაძლიერებაზე. ხაზგასმით აღინიშნა გალის რაიონის მაცხოვრებლების რთული მდგომარეობა ამ თვალსაზრისით. ხაზი გაესვა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის უცხოელებად დარეგისტრირება, მათი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შემდგომი შეზღუდვა, გვარებისა და ეროვნული იდენტობის შეცვლის იძულება შესაძლოა გახდეს ოკუპირებულ რეგიონებში ეთნიკური წმენდის ახალი ტალღის საფუძველი.

თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან დაგმეს ერედვსა და ცხინვალის რეგიონის სხვა ქართულ სოფლებში ეთნიკური ქართველების კუთვნილი კერძო საკუთრების მიზანმიმართული განადგურება. განხილულ იქნა გალისა და ახალგორის რაიონებში მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის მძიმე შედეგები და ამ ვითარების დაუყოვნებლივ გამოსწორების აუცილებლობა. აღინიშნა, რომ ეს ყველაფერი ემსახურება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ქართული კვალის წაშლასა და იქ მცხოვრები მოსახლეობის რუსიფიკაციას.

ქართველმა მონაწილეებმა დააყენეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მათი ავთენტურობის შენარჩუნების აუცილებლობა. მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან კიდევ ერთხელ მოუწოდეს საოკუპაციო რეჟიმს გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაუყოვნებლივ დაკავებისაკენ.ხაზი გაესვა გარემოს დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის საჭიროებას. ამ კონტექსტში გაიმართა ასევე საინფორმაციო სესია კატასტროფის რისკების შემცირებაზე.

საგნობრივი დისკუსია შედგა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეთა განცხადების პროექტზე ძალის არგამოყენების შესახებ. ქართველმა მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღების, შესრულებისა და აღნიშნულის უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებით გარანტირების აუცილებლობას. განსხვავებული მიდგომების მიუხედავად, მონაწილეები შეთანხმდნენ, მომდევნო რაუნდზე გააგრძელონ მუშაობა პოზიციების დაახლოების მიზნით.თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებს მოუწოდეს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ ჟენევის ფორმატს და ჩაერთონ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების თაობაზე მოლაპარაკებებში. ამის მიუხედავად, მათ კვლავ სცადეს ჰუმანიტარული თემების პოლიტიზირება და დევნილთა საკითხის განხილვისას დატოვეს მოლაპარაკებების ოთახი.

მონაწილეები დაემშვიდობნენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაეროს წარმომადგენლს, ანტი ტურუნენს, და მადლობა გადაუხადეს მას თანათავმჯდომარის რანგში გაწეული რვა წლიანი ძალისხმევისთვის. მონაწილეები ასევე მიესალმნენ ევროკავშირის ახლადდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაარს, და მას ჟენევის მოლაპარაკებების წარმატებით თანათავმჯდომარეობა უსურვეს.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 2018 წლის 27-28 მარტს.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი