პოლიტიკა
„მწვანე ალტერნატივა“ ხანდოს ხეობის მოსახლეობას „აბუნტებს“ ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის წინააღმდეგ - კახა კალაძე
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძის განცხადებით, გუშინ დუშეთის რაიონში, ხანდოს ხეობაში მოსახლეობის საპროტესტო აქცია წაქეზებული იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ მიერ.
როგორც მინისტრმა თქვა, „მწვანე ალტერნატივა“ ხალხს არასწორ ინფორმაციას აწვდის ელექტროგადამცემი ხაზის ჯანმრთელობაზე შესაძლო ნეგატიური ზემოქმედების შესახებ. კალაძემ აღნიშნა, რომ ხაზები მოსახლეობისგან 100-150 მეტრით იქნება დაშორებული, ერთ მონაკვეთში კი - 40 მეტრით. მისი თქმით, პროექტი ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს და ვერავინ ვერ შეაჩერებს მის განხორციელებას.
გუშინ ხანდოს ხეობის მოსახლეობამ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა. აქციაზე მდგომარეობა რამდენჯერმე დაიძაბა. აქციის მონაწილეები სამუშაო ტექნიკის შეჩერებას ცდილობდნენ და იმ ადგილზე ასვლას, სადაც ელექტროგადამცემის მშენებლობა იგეგმება. მათი აზრით, ამ ადგილას სამუშაოების ჩატარება მეწყრის საშიშროებას ზრდის.
ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ერთ-ერთმა მონაწილემ სამუშაო ტექნიკას ქვა ესროლა და შუშა ჩაუმტვრია. მას მოჰყვა ფიზიკური შეხლა-შემოხლა პოლიციასთან, რის შედეგად დააკავეს 6 პირი.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


