პოლიტიკა
მცოცავი ოკუპაციის განხილვა უშიშროების საბჭოს პრეროგატივა არაა - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უშიშროების საბჭოს პრეროგატივაში არ ჯდება მცოცავი ოკუპაციის განხილვა.
„უშიშროების საბჭო კონსტიტუციის თანახმად, განიხილავს თავდაცვის ორგანიზაციებისა და სამხედრო აღმშენებლობის საკითხებს. რაც შეეხება მცოცავ ოკუპაციას, ეს არ არის არც ერთი და არც მეორე საკითხი. შესაბამისად. უშიშროების საბჭოს პრეროგატივა არ არის ამ საკითხთან დაკავშირებით სხდომის ჩატარება“, - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქიაშვილმა საზოგადოებრივს განუცხადა, სოფელ ბერშუეთთან საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევაზე საქართველოს პრეზიდენტთან კონსულტაციები მიმდინარეობს.
გარდა ამისა, სოფელ ბერშუეთთან ოკუპანტების მიერ საზღვრის გადმოწევას არასამთავრობო ორგანიზაციებიც გამოეხმაურნენ. მთავრობისადმი მიმართულ განცხადებაში, მათ მოითხოვეს, რომ დაუყოვნებლივ გაიმართოს შეხვედრა ან უშიშროების საბჭოს, ან უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ფარგლებში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


