უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 ივლისი, 2017 12:40
font-size

მცოცავი ოკუპაციის გამო ხელისუფლების კრიტიკა მიუღებელი და უსამართლოა - ვიქტორ დოლიძე

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, არასამართლიანია ის კრიტიკა, რაც მცოცავი ოკუპაციის გამო მთავრობის მიმართ ისმის.

მინისტრის თქმით, მთავრობის მიერ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რასაც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ მიღებული დოკუმენტებიც ადასტურებს.

„არასამართლიანია ეს კრიტიკა, არასდროს, ოკუპაციის შემდეგ, მე არ ვგულისხმობ მხოლოდ 2008 წელს, არ მომხდარა ისეთი სერიოზული ნაბიჯების გადადგმა, როგორც მოხდა ახალი ხელისუფლების პირობებში. ამაზე მეტყველებს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ მიღებული დოკუმენტებიც. აქედან გამომდინარე, კრიტიკა მიუღებელი და უსამართლოა. ჩვენ უნდა ვიყოთ შედეგებზე ორიენტირებული. ვდგამთ ნაბიჯებს, რომელსაც შედეგები მოჰყვება. ვერ მივიღებ იმ ხალხის კრიტიკას, ვინც საქმე მხოლოდ და მხოლოდ გააფუჭა“, - განუცხადა დოლიძემ ჟურნალისტებს.

დოლიძემ აღნიშნა, რომ კარასინი-აბაშიძის დიალოგს მნიშვნელოვანი შედეგები არ მოაქვს, თუმცა ამ ფორმატის შენარჩუნება იმისთვისაა საჭირო, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგის მცირე შესაძლებლობა შენარჩუნდეს.

„კარასინი-აბაშიძის ფორმატი განსაკუთრებული შედეგების მატარებელი არ არის, თუმცა მნიშვნელოვანი ფორმატია სულ მცირე იმისთვის, რომ დიალოგი შენარჩუნდეს და იყოს საუბარი ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ვაჭრობა, ეკონომიკა, ჰუმანიტარული თემები. უსაფრთხოების თემებზე სასაუბროდ არის ჟენევის ფორმატი. განსაკუთრებულ შედეგებს ამ ფორმატიდან არ ველოდებით, გარდა იმ თემებისა, რომლებიც ჩამოვთვალეთ. თუმცა კარგია, რომ ეს ფორმატი არსებობს და ამაზე საუბრობს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაც“, - განაცხადა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს გორის რაიონ სოფელ ბერშუეთთან საოკუპაციო ძალებმა საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი დაამონტაჟეს, რის გამოც 10 ჰექტარი მიწა ოკუპაციის ხაზს მიღმა აღმოჩნდა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი