პოლიტიკა
მცირე ბიზნესის შემოსავლები მე-3 კვარტალში გაორმაგებულია და ის გაიზარდა თითქმის ასი პროცენტით - მამუკა ბახტაძე
მცირე ბიზნესის შემოსავლები მე-3 კვარტალში გაორმაგებულია და ის გაიზარდა თითქმის ასი პროცენტით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა უპრეცედენტო საგადასახადო რეჟიმი მცირე მეწარმეებისთვის - გადასახადების შემცირება 1%-მდე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ საქართველომ მიაღწიოს ინკლუზიურ ზრდას.
„მცირე ბიზნესის შემოსავლები მე-3 კვარტალში გაორმაგებულია და ის გაიზარდა თითქმის ასი პროცენტით. მოგეხსენებათ რომ ამ საკითხის ინიციატორი მე გახლდით, ფინანსთა მინისტრის პოსტზე და ეს შედეგი მართლაც არის უნიკალური და მინდა ობიექტურად აღვნიშნო, იმაზე მეტი, ვიდრე მქონდა ჩემს გათვლებში და პროგნოზში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ საქართველოში მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს და ქვეყნის ეკონომიკის წარმატება გადის სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე.
„შესაბამისად, ამ ციფრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ ჩვენ ქვეყანაში გვჭირდება უფრო მეტი ინკლუზიური ზრდა. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ყველა პროგრამა და შევქმნათ ახალი მექანიზმები იმისთვის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტში. ამასთან ერთად, აქტიური მეწარმეების რაოდენობა არის 70 ათასზე მეტი და აქტიურად გრძელდება რეგისტრაციის პროცესი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


