პოლიტიკა
მცდარია მოსაზრება იმის შესახებ, რომ ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით შეუძლებელია - ევროპული საქართველო
მოვუწოდებთ ყველას, რომ შემოგვიერთდნენ არჩევნების გზით ხელისუფლების დასამარცხებლად, - ნათქვამია პარტია „ევროპული საქართველოს“ განცხადებაში.
“სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ზოგიერთი პოლიტიკოსი და პოლიტიკური პარტია ხშირად აცხადებს, რომ ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა შეუძლებელია. ეს მცდარი და საზიანო გზავნილია და პირდაპირ ასხამს წყალს ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე. ხელისუფლების მიზანია, რომ არჩევნებზე რაც შეიძლება ნაკლები ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი მივიდეს. ამ პოლიტიკური პარტიების პოზიცია მცდარის გარდა, უცნაურად არათანმიმდევრულიცაა - ისინი ერთი მხრივ, საერთო კანდიდატის ძიებაში არიან, მეორე მხრივ, კი არჩევნებში მონაწილეობის აზრს საერთოდ ვერ ხედავენ.
"ქართული ოცნება" წლებია არჩევნებში გასამარჯვებლად მრავალ არაკანონიერ მეთოდს იყენებს. ძალადობა, მუქარა, ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება, ბიზნესის დაშინება - საარჩევნო პროცესის განუყოფელ ნაწილად იქცა. მიუხედავად ამისა, მივიჩნევთ, რომ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია და სწორედ ეს გზაა საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიული განვითარების ინტერესი.
დღეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ხელისუფლების მუშაობით, გაზრდილი სიღარიბით, კორუფციით, კრიმინალითა და გადასახადებით უკმაყოფილოა, ამიტომ არჩევნებზე მოქალაქეების მაღალი აქტივობის შემთხვევაში “ქართული ოცნების“ შეცვლა გარდაუვალია. ამ შემთხვევაში ხელისუფლებას ვერც უკანონო მეთოდების გამოყენება გადაარჩენს. ამიტომ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც სურს ხელისუფლების შეცვლა და დემოკრატიული განვითარებისთვის ბრძოლა, ვთავაზობთ შემოგვიერთდეს. “ევროპული საქართველო“ გამარჯვებისთვის იბრძოლებს, როგორც ვანი/ხონსა და ცაიშში დაგეგმილ არჩევნებში, ასევე საპრეზიდენტო არჩევნებზეც და მოვემზადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, როცა „ქართულ ოცნებას“ მოუწევს დატოვოს ხელისუფლება“, - ნათქვამია „ევროპული საქართველოს“ განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


