სამართალი
მტკიცებულებები გამოძიებამ უნდა დადოს და არა სუს-მა, შსს-მ ან პროკურატურამ - ვახტანგ გომელაური თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე
გამოძიებამ უნდა დადოს მტკიცებულებები, მასალები და არა სუს-მა, შსს-მ ან პროკურატურამ, - ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა, თუ რა სტადიაზეა თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით გამოძიება მიმდინარეობს.
"ყოველთვის თავს ვიკავებთ ამ მიმართულებით განცხადების გაკეთებისგან. დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიებამ უნდა დადოს მტკიცებულებები, მასალები და არა სუს-მა, პროკურატურამ თუ შსს-მ. გამოძიებამ უნდა წარადგინოს მტკიცებულებები", - განაცხადა გომელაურმა.
მისი თქმით, გამოძიება დროში შეზღუდული არ არის, თუმცა ამაზე თავად ვერ ისაუბრებს, რადგან საქმეს პროკურატურა იძიებს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


