პოლიტიკა
მთელი ქვეყნის მასშტაბით ხმების მიცემა შეწყდა
საქართველოს მასშტაბით გახსნილ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა შეწყდა. საარჩევნო უბნები კანონმდებლობის შესაბამისად, ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა.
აღსანიშნავია, რომ ხმის მიცემის პროცედურა გრძელდება საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ამომრჩევლებისთვის, რომლებსაც კანდიდატებისთვის ხმის მიცემა დღეს, 24:00 საათამდე შეეძლებათ.
არჩევნებისთვის 3 703 საარჩევნო უბანია შექმნილი, მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩევლები ხმას აძლევდნენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურისთვის გაიხსნა და სადაც ამომრჩევლებმა უკვე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა.
28 ნოემბრის არჩევნებში პრეზიდენტობის 2 კანდიდატი მონაწილეობს. ესენია: №5 გროგოლ ვაშაძე და №48 სალომე ზურაბიშვილი.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658 იყო.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


