პოლიტიკა
მთელი ლექსიკონი შეიძლება შეიქმნას იმ უპატივცემულო გამონათქვამების, რომელსაც მიზანმიმართულად პასუხს არ ვცემ - გიორგი მარგველაშვილი
არც ერთ ადამიანზე, რომელიც პიროვნულად ვერც წინა და ვერც ამ ცხოვრებაში ამის მეასედს ვერ გამიბედავდა, რასაც ეთერში ბედავენ, არ გამქცევია სიტყვა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში - „რეაქცია“ სტუმრობისას. საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან მისი მისამართით გაკეთებული კრიტიკული განცხადებების შეფასებისას.
„დავუშვათ დავპატიჟე 10-ში, როდესაც იყო სესია, - ეს არის კონსტიტუციური ინსტიტუტების შერყევა, ღრმა უპატივცემულობა?! ერთადერთი, რაშიც ეს გამოიხატა, არის თურმე ის, რომ თურმე დავპატიჟე 10 რიცხვში, როდესაც იყო სესია. რაღაცნაირად ძალიან შევეჩვიეთ ამ საუბარს, ცოტა ზედმეტ სიტყვის გაქცევას, ცოტა ზედმეტად ნერვიულ საუბარს.
რომ ნახოთ სამი წლის განმავლობაში განცხადებები პატივცემული მინისტრების, დეპუტატების, ეს აგრესია, ეს უნარი, რომ ძალიან იოლად სიტყვა გაგექცეს, ეს თემა, რომ ძალიან იოლად ნერვებს ვერ ითოკავენ - სამწუხაროდ, ძალიან შთამბეჭდავი მთელი ლექსიკონი შეიძლება შეიქმნას იმ უპატივცემულო გამონათქვამების, შეურაცხყოფის, იმ დამოკიდებულების, რომელსაც ძალიან მიზანმიმართულად პასუხს არ ვცემ. არასდროს გამქცევია სიტყვა ამ შეურაცხყოფის ფონზე. არასდროს პიროვნულად მათთვის არ გამიხსენებია, ვინ სად იყო, ვინ რას აკეთებდა. მომავალშიც ასე ვაპირებ გაგრძელებას, მაგრამ ცოტა ნუ დავიბნევით ამ მდგომარეობით“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


