პოლიტიკა
მთელი ხელისუფლება არის მკვლელებით დაკომპლექტებული - ზაზა სარალიძე გამოქვეყნებულ ჩანაწერებზე
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ რუსტავი 2-ის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს ადასტურებს მის ნათქვამს, რომ მირზა სუბელიანი მისი შვილის მკვლელებს ხელს აფარებდა.
საუბარია ჩანაწერებზე, სადაც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, ხორავას ქუჩის საქმეზე საუბრობს.
მოკლული არასრულწლოვნის მამა ამტკიცებს, რომ მირზა სუბელიანის კომპრომატებზე მას ინფორმაცია ჩანაწერების გავრცელებამდეც ჰქონდა.
„ერთი წელი კი არ უნდა მოუწიოს ციხეში ყოფნა მირზა სუბელიანს, მთელი ოჯახიანად უნდა მოუწიოს სამუდამოდ ციხეში ყოფნა. დაამტკიცა კიდევ ერთხელ, რომ ზაზა სარალიძე არასდროს არ იტყუებოდა და არასდროს არ ვამბობდით ჩვენ ტყუილს, რომ კომპრომატები ჰქონდა რაღაც მირზა სუბელიანს, რომლითაც აშანტაჟებდა ხელისუფლებას.
ქვეყნისთვის კეთილი საქმე გავაკეთეო, ქვეყნისთვის კი არ გააკეთა კეთილი საქმე, „ქართული ოცნებისთვის“ გააკეთა მაგ ნაძირალამ. მთელი ხელისუფლება არის მკვლელებით დაკომპლექტებული“, - უთხრა სარალიძემ რუსთავი 2-ს.
აღნიშნული აუდიოჩანაწერები გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული. ჩანაწერების მიხედვით, სუბელიანთან საკანში იმყოფებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი და მირზა სუბელიანის მარჯვენა ხელი, დათო ცუხიშვილი.
საუბარი თითქმის საათ-ნახევარი გრძელდება, საიდანაც ირკვევა, რომ მირზა სუბელიანი, ფაქტობრივად, საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში - ის გაურიგდა ხელისუფლებას.
ჩანაწერებში სუბელიანი ამბობს, რომ ხორავას ინციდენტის შემდეგ არასრულწლოვანები ძალოვანებმა გაიტაცეს და სცემეს.
მირზა სუბელიანი ამტკიცებს, რომ სწორედ ამის გამო მას სახელმწიფოს იმედი აღარ აქვს, თუმცა ამბობს, რომ ის სწორედ ხელისუფლების გადარჩენის მიზნით დათანხმდა გარიგებას, რომლის მიხედვითაც მას სასამართლომ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა და კიდევ ერთი წლით პირობითი მსჯავრი უნდა შეუფარდოს.
სუბელიანი ითხოვს ჯაფარიძეს, გახარიას შეთანხმება გაახსენოს. ჩანაწერში სუბელიანი ფარცხალაძესაც იხსენებს და ამბობს, რომ პროკურატურას სწორედ ის მართავს. დანაშაულის დაფარვაში ბრალდებული მის გარემოცვაზეც საუბრობს და იმ 50-თ ე.წ. "ავტომატჩიკს" ახსენებს, რომლებიც მასთან ერთად გახმაურებული საქმეების გახსნაზე მუშაობდნენ. სუბელიანი განაწყენებულია სამთავრობო გუნდზეც, რომელმაც მის დასაცავად არაფერი გააკეთა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


