სამართალი
მთელ საქართველოს, ყველა ჩვენგანს ბიძინა ივანიშვილმა დოლარიანი სილა გააწნა - შალვა ნათელაშვილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ლეიბორისტული პარტიის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.
ლეიბორისტული პარტიის შალვა ნათელაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომელიც 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების გაბათილებას ეხებოდა და რომელიც, პირველმა ინსტანციამ არ დააკმაყოფილა.
„ვითხოვთ არჩევნების შედეგების გაბათილებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას, მაგრამ ეს შენობა არის ბიძინა ივანიშვილის ნოტარიატი. ისინი, რა თქმა უნდა, უარს გვეტყვიან, რაც საშუალებას მოგვცემს, დავა ევროპულ ინსტიტუტებში გადავიტანოთ.
მთელ საქართველოს, ყველა ჩვენგანს ბიძინა ივანიშვილმა დოლარიანი სილა გააწნა. 3 მილიონნახევრიანი ამომრჩეველი საქართველოში აღარ ცხოვრობს. მილიონზე მეტი წასულია. საარჩევნო სიიდან დაწყებულია გაყალბება და ეს გაგრძელებულია ბიულეტენების რაოდენობის დაუბალანსებლობით, ნახევარი მილიონი სოციალურად დაუცველი ადამიანის უმწეო მდგომარეობის ბოროტად გამოყენებითა და მათი მოსყიდვით,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


