პოლიტიკა
მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის პაკეტიდან დაზვერვის სამსახურის სუს-თან შეერთების კანონპროექტებია გაწვეული - გია ვოლსკი
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის ინფორმაციით, მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის პაკეტიდან 12 კანონპროექტია გაწვეული, რომელიც ეხება დაზვერვის სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეერთებას. ამის შესახებ მან IPN-ს უთხრა.
რაც შეეხება კრიზისების მართვის საბჭოსა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გაუქმებას, მასთან დაკავშირებული კანონპროექტი ცვლილებათა პაკეტში რჩება, თუმცა ამ საკითხზე კონსულტაციები გრძელდება.
„აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტსა და მთავრობას შორის კონსულტაციების შედეგად არის მიღებული. არსებობს მყარი გარანტია იმისა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართულებით დაგეგმილ გაერთიანებაში გარემოს დაცვის კომპონენტი მნიშნელოვნად მხარდაჭერილი იქნება, თუმცა, ამ თემაზე კვლავ გაგრძელდება ბჭობა“,- თქვა ვოლსკიმ.
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


