პოლიტიკა
მთავრობის საპარლამენტო მდივნის აზრით, განათლების სამინისტროსთან შერწყმით კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრიორიტეტები არ დაიკარგება
მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ნათია მიქელაძის აზრით, განათლების სამინისტროსთან შერწყმით კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრიორიტეტები არ დაიკარგება.
„დღეს უკვე დაჩქარებული წესით იწყება განხილვა მთავრობის წარმოდგენილი ინიციატივის, რომელიც სამინისტროების გაერთიანებას შეეხება. აღნიშნულს წინ უძღოდა საკმაოდ ვრცელი კონსულტაციები, მათ შორის უმრავლესობის წევრებთან და მთავრობაში. შესაბამისად, მიღებული იქნა ის გადაწყვეტილება, რაც არის წარმოდგენილი. დამატებითი კონსულტაციების გამართვის შესახებ ჩემთვის არ არის ცნობილი. მოგეხსენებათ, განათლების სამინისტროს მიუერთდება სპორტის და კულტურის სამინისტრო. კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიმე სამინისტროს პრიორიტეტი ხომ არ იქნება დაკარგული, ვფიქრობთ, რომ არ არის - პირიქით, კიდევ უფრო გაძლიერება მოხდება ამ სამინისტროების გაერთიანებული უწყების სახით“, - განუცხადა მიქელაძემ ჟურნალისტებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომის დაწყებამდე განუცხადა, სადაც მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ კანონპროექტთა პაკეტს განიხილავენ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


