უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 ნოემბერი, 2016 18:35
font-size

მთავრობის პრიორიტეტია უზრუნველყოს სამოქალაქო სექტორის მაქსიმალური ჩართულობა ხელისუფლების საქმიანობაში _ მიხეილ ჯანელიძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობს „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმის“ რიგით მერვე კონფერენციაში, რომელიც ბრიუსელში ტარდება.

საგარეო უწყების ცნობით, მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო სამუშაო სესიის გახსნით პანელში, რომელიც აღმოსავლეთის პარტნიორობის პოლიტიკას დაეთმო. საკუთარ გამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მთავარი მიზნებისა და ზოგადად ქვეყნის განვითარების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების როლსა და მნიშვნელობას.

მისი განცხადებით ეფექტური ინკლუზიური მმართველობის დანერგვა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამას მოწმობს სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობა ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვან პროცესებში.

„ამის მაგალითია თუნდაც ის რომ სამოქალაქო სექტორი სრულად არის ჩართული, როგორც ასოცირების დღის წესრიგის შესრულების მონიტორინგის, ასევე მისი შემუსავების პროცესში და მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება სწორედ წელს პირველად იქნა მიღებული. სამოქალაქო სექტორთან თანამსრომლობა მნიშვნელოვანია ყველა იმ ფუნდამენტური მიზნის მიღწევისთვის რაც გააჩნია ზოგადად აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკას - ეს არის რეგიონის უსაფრთხოება, სტაბილურობა და კეთილდღეობა“ - აღნიშნა მინისტრმა.

მან მადლობა გადაუხადა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის ეროვნულ პლატფორმას, რომელთანაც საქართველოს ხელისუფლებას მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს და ამის ერთ-ერთი მაგალითია ეროვნული პლატფორმის ინიციატივით საქართველოში მიმდინარე ყოველწლიური კონფერენცია, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო მონაწილეობა.

ბრიუსელში მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პოლიტიკურ პლატფორმაზე, ახალ შესაძლებლობებსა და არსებულ გამოწვევებზე.

ღონისიებას აღმოსვალეთ პარტნიორობის სამოქალქო ფორუმის 6 ქვეყნის სამოქლაქო საზოგადოების და ევროკავშირის წარმომადგენლები ესწრებიან. რიგით მერვე კონფერენცია ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანმა გახსნა.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი